უკანონო თევზჭერის შემთხვევა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დუშეთის მუნიციპალიტეტში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. სამართალდარღვევა, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, სოფელ ოძისის მიმდებარედ, მდინარე ქსანზე გამოვლინდა. მოქალაქეები თევზჭერას ელექტროიარაღის გამოყენებით ახორციელებდნენ. ელექტროიარაღით თევზჭერა სისხლის სამართლის დანაშაულია და მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებას გადაეგზავნა.