დაკავებულია „კრისტალ ჯგუფის“ ხელმძღვანელი – საგამოძიებო უწყება მას დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას ედავება. საუბარია დაბა ბაკურიანში, დიდველის ტერიტორიაზე შესაბამისი ნებართვის გარეშე აშენებულ ხუთ სასტუმრო აპარტამენტსა და საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, საიდანაც, გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულმა ათეულობით მილიონი ლარის უკანონო შემოსავალი მიიღო. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ითქვა, რომ გრძელდება გამოძიება შესაძლო კავშირში მყოფი სხვა პირების, მათ შორის დანაშაულის ხელშემწყობი საჯარო მოხელეების დასადგენად.