უკანონო სახერხი საამქროს რეგისტრაციის ფაქტი

ხაშურის რაიონული სამმართველოსა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთი პირია დაკავებული. მას ბრალად სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევისა და მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვის ფაქტი ედება.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული ხაშურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში ფლობდა არარეგისტრირებულ სახერხ საამქროს, სადაც დამონტაჟებული ჰქონდა ე.წ. ლენტური ხერხი. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.