უკანონო ობიექტების დემონტაჟი ბათუმის ბულვარში

15:20, 10.03.2026

ბათუმის ბულვარის სანაპირო ზოლის უკანონო ობიექტებისგან გათავისუფლების პროცესი გრძელდება. ამ ეტაპზე სანაპირო ზოლზე განთავსებული უკანონო ღამის კლუბისა და სავაჭრო ობიექტების დემონტაჟი განხორციელდა. აღნიშნულ ობიექტებს, საიჯარო ხელშეკრულებით განსაზღვრული სანებართვო ვადა ამოწურული ჰქონდათ და ტერიტორიაზე მათი ფუნქციონირება კანონდარღვევას წარმოადგენდა.

კანონით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, შესაბამისი ღონისძიებები გაატარა და უზრუნველყო შენობის გამოთავისუფლება. აღნიშნული პროცესი, მიზნად ისახავს სანაპირო ზოლის მოწესრიგებას და ახალი ტურისტული სეზონისთვის გაუმჯობესებული გარემოს შექმნას.

 

მსგავსი