შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. დაკავებულია 21 პირი. საპოლიციო მოქმედებები ჩატარდა თბილისში, კახეთში, აჭარაში, სამეგრელოში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში. დანაშაული შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.