უფლებადამცველების განცხადება

უფლებადამცველები ნანა კაკაბაძე და გელა ნიკოლეიშვილი საქართველოში უვადო პატიმრობაში მყოფი პირების პრობლემებზე საუბრობენ. როგორც უფლებადამცველები აცხადებენ, უვადო პატიმრებს უნდა შეეხოთ ამნისტია. ნანა კაკაბაძის თქმით, არიან პატიმრები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს სხვადასხვა მუხლით გასამართლდნენ და აქვთ ბევრად მაღალი სასჯელი, ვიდრე იმავე მუხლებით გასამართლებულ, ბოლო პერიოდში გასამართლებულ პირებს. უფლებადამცველები ამბობენ, რომ უვადო პატიმრების საქმეები ამნისტიის დროს ინდივიდუალურად უნდა განიხილონ.