უფლებადამცველების საინიციატივო ჯგუფის შექმნა
უფლებადამცველები საინიციატივო ჯგუფის შექმნასა და ხელმოწერების შეგროვებას აანონსებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ზაზა ხატიაშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ადვოკატის ინსტიტუტი საფრთხეშია. მისი თქმით, საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი მიუღებელია და მთავრობის ეს გადაწყვეტილება ადვოკატების დამოუკიდებელ საქმიანობას საფრთხეს შეუქმნის.