უეფა-ს ახალი პროექტი დევნილი და ლტოლვილი ბავშვებისთვის
„ფეხბურთი აერთიანებს“- ამ სახელწოდებით უეფა-მ ახალი საფეხბურთო ფესტივალი დაიწყო. ფეხბურთის ფედერაციის ვაკის საფეხბურთო ცენტრში მიმდინარე ფესტივალში 70 ბავშვი მონაწილეობს. ინიციატივა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოს მხარდაჭერითა და უეფა-ს დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის მეშვეობით, 9-დან 15 წლამდე ასაკის დევნილებსა და საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ეროვნების ლტოლვილ ბავშვებს, თბილისსა და ქუთაისში მთელი წლის განმავლობაში ლიცენზირებული მწვრთნელები უფასოდ ავარჯიშებენ.