უეფა-მ „ევრო 2020“ ერთი წლით გადადო

უეფა-მ „ევრო 2020“ ერთი წლით გადადო. გადაწყვეტილება ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ 55 ასოციაციის ხელმძღვანელის მონაწილეობით გამართულ ვიდეოკონფერენციაზე მიიღო. გადაიდო „ევრო 2020“-ის პლეი-ოფის შეხვედრებიც, მათ შორის, საქართველო-ბელარუსის დაპირისპირება, თამაშები, სავარაუდოდ, ივნისში გაიმართება. ევროპის მთავარი საფეხბურთო ტურნირი კი 2021 წლის 11 ივნისიდან 11 ივლისის პერიოდში ჩატარდება.