ბათუმმა უძლიერეს მამაკაცთა შორის 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. ღონისძიებაში მონაწილეობა ევროპის 11 ქვეყნის წარმომადგენლებმა მიიღეს. სპორტსმენებმა ორ წონით კატეგორიაში და სთრონგმენის 5 სხვადასხვა დისციპლინაში იასპარეზეს. 105 კილოგრამში ფრანგმა ლუკას ბუკიემ გაიმარჯვა, +105 კილოგრამში კი პირველობა არავის დაუთმო ქართველმა ნიკა ლეკაიძემ. გუნდური შეჯიბრიც საქართველოს ნაკრებმა მოიგო. ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა და მთიელთა თამაშების ეროვნული ფედერაცია იყო.