დღეიდან ძალაში შევიდა უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი, ამერიკული FARA-ს ზუსტი ანალოგი. კანონის თანახმად, უცხოური დაფინანსების მიმღებ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ანტიკორუფციულ ბიუროში დოკუმენტების წარდგენის ვალდებულება აქვთ. მის აღსრულებასა და კონტროლზე პასუხისმგებელი კი სწორედ ანტიკორუფციული ბიუროა, რომელმაც ექვს თვეში ერთხელ ანგარიში პარლამენტს უნდა წარუდგინოს.
მმართველი გუნდი კანონის მნიშვნელობას უსვამს ხაზს და აცხადებს, რომ საქართველოში შემოსული ფულის გამჭვირვალობა აუცილებელია. კრიტიკულია ოპოზიცია, სადაც ამბობენ, რომ მიღებულ კანონს ამერიკულ FARA-თან საერთო არაფერი აქვს.