უცხო ქვეყნისთვის ტერიტორიის შესაძლო გადაცემის საქმე

რა მასალები დევს საქმეში, რომლითაც საზღვრის დამდგენი კომისიის წევრებს გამოძიება ქვეყნის ტერიტორიისთვის საზიანო ქმედებებს ედავება. დავით გარეჯის საქმეზე, ექსპერტიზის პროცესში ჩართული სპეციალისტების დასკვნით, გამოყენებული მასალის ნაცვლად, მათ სხვა რუკებით უნდა ეხელმძღვანელათ. გამოძიების ინფორმაციით, საუბარია 3500 ჰექტარის მიწის ფართობზე, რომლის დაკარგვის საფრთხის წინაშეც აღმოჩნდა ჩვენი ქვეყანა.

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა წინასწარ პატიმრობაში რჩებიან. საკითხზე პოლიტიკური შეფასებები არ წყდება. კონკრეტული პარტიების წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად, დაკავებულების ოჯახის წევრებთან ერთად, პარლამენტთან აქციაც გამართეს.