უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის შესაძლო გადაცემის საქმე

დავით გარეჯის საქმეზე განცხადებას აკეთებს კარტოგრაფი თენგიზ გორდეზიანი, რომელიც ამბობს, რომ საზღვრის დამდგენ კომისიას 200-ათასიანი მასშტაბის რუკით უნდა ეხელმძღვანელა. გორდეზიანი 7 მიწვეულ ექსპერტს შორის ერთ-ერთი იყო, რომელმაც ექსპერტიზის დასკვნა მოამზადა. კარტოგრაფი საკუთარ პოზიციას რამდენიმე არგუმენტით ხსნის – მათ შორის იმით, რომ 1938 წელს გამოცემული 200 000-მასშტაბიანი რუკა არის ზუსტი, სადაც, მისივე თქმით, მკაფიოდ არის საზღვრის აღმნიშვნელი ნიშნები.