უცხო ქვეყნის მოქალაქეების გაძევება

15:25, 12.03.2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თებერვლის თვეში საქართველოდან უცხო ქვეყნის 85 მოქალაქე გააძევეს. მათ კანონის შესაბამისად, ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ. საქართველოდან გაძევებულ იქნა ირანის, თურქეთის, თურქმენეთის, რუსეთის, აზერბაიჯანის, იორდანიის, ნიგერიის, ალჟირის, ჩინეთის, სომხეთის, ნეპალის, ინდოეთის, ერაყის, ეგვიპტის, ლიბანის, ლიეტუვას, ისრაელისა და კამერუნის მოქალაქეები.

მსგავსი