უცხო ქვეყნის 44 მოქალაქის გაძევება
საქართველოდან უცხო ქვეყნის 44 მოქალაქე გააძევეს. მათ შორის არიან თურქეთის, აზერბაიჯანის, ირანის, იორდანიის, პაკისტანის, ჩინეთის, რუსეთის, სომხეთის, ნიგერიის, თურქმენეთის, განის, ერაყის, იემენის, ეგვიპტისა და ლიბანის მოქალაქეები. მათ ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვაც დაუწესდათ. მიგრაციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბოლო ერთ თვეში 152 პირის გაძევება მოხდა და ამ მიმართულებით გრძელდება აქტიური მუშაობა.