უამინდობა თურქეთში და გადადებული ფრენები

თურქეთში მოსალოდნელი დიდთოვლობის გამო, ორშაბათისთვის სტამბოლში დაგეგმილი 170 ფრენა გაუქმდა. ინფორმაციას თურქეთის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. ეს გადაწყვეტილება მეტეოროლოგიური სამსახურის რეკომენდაციით მიიღეს. გარდა ამისა, სტამბოლსა და ანკარაში ორშაბათს დაიხურება სკოლებიც. უამინდობის გამო, გუშინ თბილისის მიმართულებით ოთხი ავიარეისი გაუქმდა. თუმცა, როგორც პირველ არხს თბილისის აეროპორტში განუცხადეს, დღეს ყველა რეისი გეგმის მიხედვით შესრულდება.