U21 - ინგლისის ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონია

21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი – კიდევ ერთი საერთაშორისო ტურნირი, რომელსაც საქართველომ უმასპინძლა, ბათუმში დრამატული ფინალით დასრულდა. ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული ინგლისის ნაკრებია – ევრო 2023-ის სანახაობრივ ფინალში, რომელიც ბათუმი არენაზე გამართა, ინგლისმა ესპანეთი 1:0 დაამარცხა. ინგლისელებმა ანგარიში შესვენებამდე პალმერის შესრულებული საჯარიმო დარტყმის შემდეგ გახსნეს. მსაჯის მიერ დამატებულ ბოლო წუთზე, ესპანელებმა პენალტი მოიპოვეს, მაგრამ აბელ რუიზის დარტყმა ინგლისელთა მეკარემ მოიგერია და გუნდს ევროპის ჩემპიონობა მოუტანა, მათ ტიტული 29-წლიანი პაუზის შემდეგ დაიბრუნეს. საქართველომ ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატს ორჯერ უმასპინძლა და ორივეჯერ ინგლისელებმა გაიმარჯვეს. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატიდან პირდაპირ ტელერეპორტაჟებს პირველი არხი გთავაზობდათ.

U21 | ინგლისის ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონია – ბრიტანელებს საქართველო კარგად დაებედათ [ვიდეო] #1TVSPORT