ტყვეთა გაცვლის პროცესი ჩიხში შევიდა

უკრაინასა და რუსეთს შორის სტამბოლში მიღწეული ტყვეთა გაცვლის შეთანხმება ჩიხში შევიდა. რუსული მხარე უკრაინას შეთანხმების დარღვევაში ღიად ადანაშაულებს, უკრაინა კი ამ ბრალდებებს უარყოფს. ამის პარალელურად, ხარკოვში ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მძიმე თავდასხმა განხორციელდა – 48 შაჰედი, ოთხი მართული ბომბი და ორი რაკეტით.

საომარ მოქმედებებს კრიტიკულად ეხმაურება ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. სავარაუდოა, რომ ის 15 ივნისს ვოლოდიმირ ზელენსკის დიდი შვიდეულის სამიტზე კანადაში შეხვდება.