რუსეთმა და უკრაინამ ტყვეების გაცვლის მეორე ეტაპი დაასრულეს. რუსული მედიის ინფორმაციით, მხარეებმა ერთმანეთს 307-307 სამხედრო ტყვე გადასცეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, ტყვეების გაცვლა სტამბოლში 16 მაისს მიღწეული შეთანხმების შესაბამისად ხდება.
რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლის პირველი ეტაპი 23 მაისს განხორციელდა, რომლის ფარგლებში მხარეებმა ერთმანეთს 390 პირი გადასცეს. სტამბოლში მოლაპარაკებებზე რუსეთი და უკრაინა 1000-1000 ტყვის გაცვლაზე შეთანხმდნენ.