ტყვეების ყველაზე მასშტაბური გაცვლა უკრაინასა და რუსეთს შორის – მრავალთვიანი ტყვეობის შემდეგ, სახლებში ასობით უკრაინელი სამხედრო და სამოქალაქო პირი დაბრუნდა. ტყვეების გაცვლაზე კიევი და მოსკოვი გასულ კვირას სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების დროს შეთანხმდნენ.
როგორც უკრაინის ხელისუფლებაში, ისე ტრამპის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ტყვეების გაცვლა ამ მოლაპარაკებების ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგია. თუმცა, ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება მიღწეული ამ დრომდე არ არის. უკრაინის ხელისუფლება კვლავ მიიჩნევს, რომ ამისთვის რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერებაა აუცილებელი.
ქეთი ჩოხელი დეტალებით.