ტყვეების გაცვლა რუსეთ-უკრაინას შორის

რუსეთის ტყვეობიდან „აზოვსტალის“ 45 დამცველი გათავისუფლდა – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ავრცელებს. გათავისუფლებულთა შორის არის უკრაინელი მებრძოლიც, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ტყვეობაში იმყოფებოდა. თავის მხრივ, რუსეთში განაცხადეს, რომ ქვეყანამ რთული მოლაპარაკებების შედეგად, სამი რუსი მფრინავი დაიბრუნა.