თურქული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზები

15:24, 17.11.2025

თურქეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის სავარაუდო მიზეზი ძრავების მწყობრიდან გამოსვლა გახდა. წერს თურქული გამოცემა „ჰურეითი“. სტატიის მიხედვით, აფრენის დროს ძრავების გაუმართაობა არ შეინიშნებოდა. სიმაღლეზე ასვლის შემდეგ, სავარაუდოდ, ოთხძრავიანი თვითმფრინავის მეოთხე ძრავა მოულოდნელად მწყობრიდან გამოვიდა, რამაც მართვა გაართულა, მოხდა სიმაღლისა და სიჩქარის მკვეთრი აღება. თვითმფრინავის მართვის კონტროლის მცდელობისას მეორე ძრავაში მოხდა ზეთის წნევის დარღვევა, რის შედეგადაც ის დაიშალა და აღნიშნულმა გამოიწვია თვითმფრინავის კორპუსის დაზიანება.

შეგახსენებთ, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა, რომლის ბორტზე 20 სამხედრო იმყოფებოდა, კატასტროფა 11 ნოემბერს განიცადა. თვითმფრინავი აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით ასრულებდა რეისს.

მსგავსი