თურქეთში თარხან ბათირაშვილის მეუღლე დააკავეს

თურქეთში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ საველე მეთაურის თარხან ბათირაშვილის, იგივე აბუ ომარ ალ-შიშანის ცოლი, სედა დუდურკევა დააკავეს. თურქული მედიის ინფორმაციით, დუდურკევა ოთხ პირთან ერთად 4 ივლისს აიყვანეს. „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობაში ეჭვმიტანილი ხუთი პირიდან სტამბოლის სასამართლომ ოთხს პატიმრობა შეუფარდა.

თარხან ბათირაშვილის მეუღლე ჩეჩნეთის საემიგრაციო სამსახურის ყოფილი უფროსის ასუ დუდურკაევის შვილია. მას ალ-შიშანთან ორი ვაჟი ჰყავს. დუდურკაევი რამზან კადიროვმა თანამდებობიდან გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც მისი ქალიშვილის „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებს შეუერთდა.

გავრცელებული ინფორმაციით, თარხან ბათირაშვილი, 2016 წელს ერაყში მოკლეს.

 

დატოვე კომენტარი