თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ექვსი ადამიანი დაიღუპა

თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ექვსი ადამიანი დაიღუპა, 39 კი დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. დაღუპულებს შორის ერთი ბავშვია. ინციდენტი ანკარის და აქსარაის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე მოხდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა. შედეგად ავტომობილი გადატრიალდა. შემთხვევის ადგილზე სამაშველო, სახანძრო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურების წარმომადგენლები არიან მობილიზებული. მაშველებს ავტობუსიდან დაშავებულები გამოჰყავთ.