თურქეთის შეთავაზება უკრაინას

თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველმა, იბრაჰიმ კალინმა უკრაინას მარიუპოლში დაჭრილი სამხედროების ზღვით ევაკუაცია შესთავაზა. კალინის თქმით, პერსონალურად განიხილა აღნიშნული შეთავაზება უკრაინის პრეზიდენტთან ორი კვირის წინ და განაცხადა, რომ შეთავაზება კვლავ ძალაშია, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი არ დათანხმებია აღნიშნულ შეთავაზებას. გეგმის მიხედვით, „აზოვსტალის“ ქარხნიდან დაჭრილი მებრძოლები გადაყვანილი იქნებიან ქალაქ ბერდიანსკში, რომელიც ასევე მდებარეობს აზოვის ზღვის სანაპიროზე, რის შემდეგაც თურქული ხომალდი მათ სტამბოლში ჩაიყვანს. უკრაინულ და რუსულ მხარეს, მარიუპოლიდან დაჭრილების ზღვით ევაკუაციის შესახებ კომენტარები ჯერ არ გაუკეთებიათ. იბრაჰიმ კალინის თქმით, რუსების პოზიცია ყოველდღიურად იცვლება.