თურქეთის პრეზიდენტის განცხადება

თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მხარს არ დაუჭერს ნატო-ში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანებას. რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა შვედეთი ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ამ „ქვეყნის პარლამენტში ტერორისტები არიან წარმოდგენილი“. კერძოდ, თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ შვედეთი და ფინეთი „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ და აშშ-ში მცხოვრებ მუსლიმ მქადაგებელთან, ფეთჰულა გიულენთან დაკავშირებულ პირებს თავშესაფარს აძლევენ. მანამდე, შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ შვედეთისა და ფინეთის დელეგაციები თურქეთში გამგზავრებას გეგმავენ, რათა ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე ანკარას წინააღმდეგობა განიხილონ.

დატოვე კომენტარი