თურქეთის პოზიცია

„ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების მხრივ პროგრესი შესაძლებელი იქნება, თუ თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგმება“, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის პრესსპიკერმა განაცხადა. 18 მაისს,  ნიუ იორკში შედგა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის შეხვედრაც. როგორც „ბიბისი“ იუწყება, საგარეო პოლიტიკის საკითხებში ერდოღანის მთავარ მრჩეველს, იბრაჰიმ კალინს შვედ, ფინელ, გერმანელ, ბრიტანელ და ამერიკელ კოლეგებთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, სადაც ნატო-ს გაფართოების საკითხზე იმსჯელეს. ასევე ხაზი გაესვა გარემოებას, რომ თუ თურქეთის მოლოდინები დაკმაყოფილებული არ იქნება, პროგრესი ვერ მიიღწევა. თურქეთი შვედეთს და ფინეთს „ქურთების მუშათა პარტიის“ წევრების შეფარებაში სდებს ბრალს, რომელთაც ანკარა „ტერორისტული ორგანიზაციის“ წევრებად მოიაზრებს.