ტურნირი ბავშვთა ფეხბურთში
ლაგოდეხში ბავშთა საფეხბურთო ტურნირი ჩატარდა. მონაწილეობა ადგილობრივმა გუნდმა და უზბეკეთისა და ტაჯიკეთის ბავშთა საფეხბურთო აკადემიის კლუბებმაც მიიღეს. ჯამში 29 გუნდმა ითამაშა, რაც „კახეთის თასის“ გათამაშებისთვის რეკორდული მაჩვენებელია. გამარჯვებულებს და პრიზიორებს შესაბამისი ხარისხის მედლები, სიგელები და სამახსოვრო თასები გადაეცათ.