ტური უკრაინელი ბავშვებისთვის

15:44, 03.04.2022

ქუთაისის მერიამ იმ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა, რომლებიც საომარი მოქმედებების გამო, ახლა მშობლებთან ერთად ქუთაისში იმყოფებიან. უკრაინელი ბავშვებისთვის ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში გასართობი ღონისძიება მოეწყო. ქალაქის მერმა, სახელმწიფო რწმუნებულმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა და საკრებულოს თავმჯდომარემ უკრაინელ ბავშვებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს, მათ მშობლებს კი კიდევ ერთხელ გამოუცხადეს თანადგომა და მხარდაჭერა.

მსგავსი