„თრიალეთის თასი - 2025“

„თრიალეთის თასი – 2025“. ისტორიაში პირველად საქართველო ფიგურულ ციგურაობაში „ჩელენჯერის“ სერიის საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს. ამ ეტაპზე საქართველოს ანგარიშზე ორი მედალია: ჩემპიონობა იზეიმა ნიკა ეგაძემ, დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა კი სპორტულ ცეკვებში გაიმარჯვა. ტურნირის მეორე დღეს სპორტის მინისტრი დაესწრო.