ტრავმირებულმა ტოჩინოშინმა იკიოი დაამარცხა

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა ნაცუ ბაშო 13 მოგებითა და 2 მარცხით დაასრულა და მეორე ადგილი დაიკავა. მსაჯთა კომიტეტში უკვე იმსჯელეს ტოჩინოშინისთვის ოძეკის ტიტულის მინიჭების საკითხზე, რაც პრაქტიკულად გადაწყვეტილია.

ლევან გორგაძეს ბოლო ორი შეხვედრის გამართვა ტრავმირებული ხელით მოუწია, რამაც მის გამოსვლაზე დიდი გავლენა იქონია. ნაცუ ბაშოს გამარჯვებული იოკოძუნა კაკურიო გახდა, რომელმაც გუშინდელ დაპირისპირებაში ტოჩინოშინი დაამარცხა.

ბაშოს დასკვნით დღეს ლევან გორგაძემ დასავლეთის მეხუთე მაეგაშირას იკიოის მოუგო, მაგრამ იმპერატორის თასის მოსაპოვებლად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

მომდევნო სუპეტურნირი 8-22 ივლისს გაიმართება.