ტრამპს უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებთან შეხვედრა სურს
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპი სამომავლოდ უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებთან, სამმხრივი შეხვედრის სურვილს გამოთქვამს. როგორც თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა განმარტა, დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკისთანაც ინარჩუნებს კონტაქტს. მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის პუტინთან შეხვედრის შემდეგ, დონალდ ტრამპის პირველი ზარი ზელენსკისთან და ევროპელ პარტნიორებთან განხორციელდა.
ამასთან, ლევიტის თქმით, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა დონალდ ტრამპს „საუკეთესო წარმოდგენას შეუქმნის ამ ომის დასრულების გზის შესახებ“. ამასთან, როგორც ლევიტმა აღნიშნა, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შესახვედრად მრავალი ადგილი განიხილებოდა.