ტრამპმა ქვეყნის სამხრეთში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

დონალდ ტრამპმა ქვეყნის სამხრეთში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მიზეზი უკვე ყველასთვის კარგად ნაცნობი საკითხი, მექსიკის საზღვართან კედლის აშენებაა.

აღნიშნულ პროექტს დიდი ხნის განმავლობაში დემოკრატები ეწინააღმდეგებოდნენ. ახლა კი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს საგანგებო უფლებამოსილება მიენიჭება. შედეგად ის პროექტის განხორციელებას კონგრესის გვერდის ავლით შეძლებს. თუმცა, კედლის აშენებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა. საგანგებო მდგომარეობის აქტის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანეს.