ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრის მოლოდინი
აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე, ჯერ ისევ ბუნდოვანია, იქნება თუ არა ზავი ომში მყოფ ქვეყნებს შორის. ვოლოდიმირ ზელენსკი ირწმუნება, რომ შტატების პრეზიდენტმა გააცნობიერა, ვის სურს ომის დასრულება და ვინ ცდილობს მის გაჭიანურებას. „მიუხედავად უკრაინაში მიმდინარე საშინელი ომისა, ჩვენი ურთიერთობა პუტინთან იგივე რჩება, რაც პრეზიდენტ ზელენსკისთან,“ – ამბობს თეთრი სახლის ლიდერი და როგორც ჩანს, სწორედ ეს დამოკიდებულება აჩენს მთავარ კითხვას, რას უნდა ველოდოთ მომლაპარაკებლებისგან. პარალელურად, უკრაინაში რუსეთის იერიშების მასშტაბი იზრდება, არიან დაღუპულები, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების მთავარი სამიზნე კი ბოლო დღეებში კვლავ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებია, რამაც ქვეყანაში საწვავის კრიზისი შექმნა.
თიკა მიგინეიშვილის რეპორტაჟი.