ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა - გამოხმაურებები პოლიტიკურ სპექტრში

ოვალურ კაბინეტში გამართულ ცხარე კამათს განსხვავებულად აფასებენ ამერიკელი კანონმდებლები. დემოკრატებმა ზელენსკის მიმართ დამოკიდებულების გამო, პრეზიდენტი ტრამპი მწვავედ გააკრიტიკეს. მაგალითად, ბერნი სანდერსმა დაწერა, რომ ტრამპი დიქტატორი პუტინის მხარეს დადგა. აშშ-ს პრეზიდენტის გამოსვლას სამარცხვინო უწოდა ნენსი პელოსიმ.

რესპუბლიკელმა კანონმდებლებმა კი ზელენსკის ამერიკის მხრიდან გაწეული დახმარება შეახსენეს. სენატორმა ლინდსი გრემმა კი თქვა, რომ ოვალურ კაბინეტში მომხდარის შემდეგ, ამერიკა ზელენსკისთან საქმიანობას ვეღარ გააგრძელებს, ამიტომ ზელენსკი ან უნდა გადადგეს და ან მისი დამოკიდებულებები უნდა შეიცვალოს.