ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა - გამოხმაურებები პოლიტიკურ სპექტრში

ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა განხილვის თემაა საქართველოშიც, თუმცა კონტექსტი კიდევ უფრო ფართო და გლობალურია. მთავრობის მეთაურმა თეთრ სახლში განვითარებულ მოვლენებსა და გამოხმაურებებში, ომისა და მშვიდობის პარტიები ამოიცნო. ირაკლი კობახიძე ტრამპის წინააღმდეგ კამპანიის ორგანიზებაში „გლობალურ ომის პარტიას“ სდებს ბრალს და ამ მიმართულებით, ევროკავშირის სპიკერებთან ერთად, ქართული ოპოზიციის აქტიურობაზეც საუბრობს.

მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ უკრაინის დაცვის გზა სწორედ შტატებზე გადის, მის გარეშე კი უკრაინელები და ევროპა რუსეთის პირისპირ მარტო დარჩებიან. ოვალურ კაბინეტში განვითარებულმა პროცესებმა „ქართულ ოცნებას“ ის საფრთხეებიც გაახსენა, რომელიც მათივე თქმით, ხელისუფლებამ საკუთარი პოლიტიკით ქვეყანას თავიდან აარიდა. უმრავლესობის გზავნილებს ისევ კრიტიკულად აფასებენ ოპოზიციაში.

თამარ წიკლაური დეტალებით.