ტრამპის სპეციალური წარმომადგენლების ვიზიტი მოსკოვსა და კიევში
დონალდ ტრამპის სპეცწარმომადგენლების მოსკოვში და დღეს უკვე კიევში ვიზიტის რაიმე არსებითი შედეგი ჯერ არ გამოვლენილა. უცნობია ისიც, კონკრეტულად რა წინადადება ჩაიტანეს სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა რუსეთისა და უკრაინის დედაქალაქებში. კითხვის ნიშნის ქვეშაა სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაც.
მხარეები ერთმანეთს ინფრასტრუქტურის დაბომბვაში კვლავ ადანაშაულებენ. არის მსხვერპლიც. უკრაინის პრეზიდენტმა კი დაადასტურა, რომ ამერიკელი კოლეგის წარმომადგენლები კიევში მატარებლით სწორედ იმიტომ ჩავიდნენ, რომ რუსეთიდან მომდინარე საჰაერო საფრთხე ბოლომდე განეიტრალებული არ იყო.