ტრამპის სამშვიდობო გეგმა – პოლიტიკური გამოხმაურებები
ვინ არის პასუხისმგებელი ევროპის კონტინენტზე გრძელვადიანი მშვიდობის დარღვევასა და უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგებზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრი პროვოცირებული დაპირისპირებების კვალს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროიდან ხედავს, „ქართულ ოცნებაში“ უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე, სტამბოლის ჩაშლილ მოლაპარაკებებსაც იხსენებენ და პასუხისმგებლობას აკისრებენ ყველას, ვისაც ამ ომის თავიდან არიდება ან ადრეულ ეტაპზე შეწყვეტა შეეძლო.
პოლიტიკური წნეხის პარალელურად, რა გზა გაიარა საქართველომ მშვიდობის შენარჩუნების, რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ეკონომიკური ზრდისთვის, უკრაინის გარდა, ვინ დაზარალდა რუსეთის აგრესიის შედეგად და ვის რა პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება ომის შემდგომ რეალობაში – დესი ვარდოსანიძის რეპორტაჟი.