ტრამპის საგარეო პოლიტიკა

ირანთან ომის 64-ე დღეს შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ მოლაპარაკებები „სწორი მიმართულებით არ მიდის“. დონალდ ტრამპი ღიად საუბრობს სამხედრო ესკალაციის შესაძლებლობაზეც. პარალელურად, თეთრმა სახლმა კონგრესს წერილობით აცნობა, რომ საბრძოლო მოქმედებები დასრულდა, თუმცა, ამერიკული ჯარები რეგიონში კვლავ რჩებიან.

მიმდინარე ომის გამო, ურთიერთობები მწვავდება შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის – პენტაგონი გერმანიიდან 5 000 ჯარისკაცის გაყვანას გეგმავს. ამის ფონზე კი გამოკითხვები აჩვენებს, რომ ამერიკელების უმეტესობა ომს შეცდომად მიიჩნევს.

თიკა მიგინეიშვილის რეპორტაჟი.