დონალდ ტრამპის ინაუგურაცია და ურთიერთობის გადატვირთვის მოლოდინი – ეს იყო ერთ-ერთი თემა, რაზეც დილიდან პრემიერმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მან გამოთქვა მზაობა, გაგრძელდეს მჭიდრო თანამშრომლობა სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკასთან. მისივე თქმით, პრეზიდენტ ტრამპს „დიფ სთეითის“ დამარცხების გაცხადებული გეგმა აქვს, რაც ხელს შეუწყობს მშვიდობის უზრუნველყოფას და სწორი ფასეულობების გავრცელებას.