ტრამპის კანდიდატურა გაერო-ს გენმდივნის პოსტზე

15:12, 22.07.2026

დონალდ ტრამპს სურს, ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი, ჯანი ინფანტინო გაერო-ს გენერალური მდივანი გახდეს. წერს „ნიუ იორკ პოსტი“. გამოცემის ცნობით, ტრამპი მიიჩნევს, რომ ინფანტინო მსოფლიოში დიდი პატივისცემით სარგებლობს და ადამიანების გაერთიანების განსაკუთრებული უნარი აქვს. ამ დროისთვის უცნობია, სურს თუ არა თავად ინფანტინოს ამ თანამდებობის დაკავება.

ცნობისთვის, გაერო-ს მოქმედ გენერალურ მდივანს, ანტონიუ გუტერეშს უფლებამოსილების ვადა 2026 წლის დეკემბერში ეწურება. ახალი გენერალური მდივნის ასარჩევად კანდიდატმა ჯერ გაერო-ს უშიშროების საბჭოს 15 წევრის მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს, შემდეგ კი მისი კანდიდატურა გენერალურმა ასამბლეამ უნდა დაამტკიცოს. ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არც თეთრ სახლს და არც FIFA-ს არ გაუკეთებიათ.

მსგავსი