ტრამპის გეგმა – ზელენსკის გადაწყვეტილების მოლოდინში

12:03, 22.11.2025
ექვსი დღე ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე და რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების ამერიკული გეგმა. აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ადრე თუ გვიან, უკრაინის პრეზიდენტს რაიმე წინადადებაზე დათანხმება მოუწევს. ეს განცხადება ტრამპმა მას შემდეგ გააკეთა, რაც მედიამ გაავრცელა უკრაინაში ომის შეწყვეტის 28-პუნქტიანი შეთავაზება, რომლის განხილვას უკრაინის პრეზიდენტი დათანხმდა. ამ წინადადებაზე დღეს ევროპელი ლიდერებიც აპირებენ მსჯელობას. გეგმაში გაწერილი პუნქტების ნაწილი, როგორც უკრაინის, ისე ევროკავშირის წევრი ქვეყნების შეშფოთებას იწვევს.
პარალელურად, მოსკოვში დაადასტურეს, რომ აშშ-ისგან გეგმის პროექტი მიიღეს, თუმცა, მათთან დოკუმენტის საგნობრივი განხილვა არ დაწყებულა. ამასთან, მედია კიევში მყოფი პენტაგონის დელეგაციის წევრების განცხადებებს ავრცელებს, რომელთა მიხედვითაც, შტატები გეგმაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანას არ აპირებს. ვაშინგტონში უკრაინას მოუწოდებენ, დოკუმენტს 27 ნოემბრამდე დათანხმდეს.
მხარეთა პოზიციებზე და ამერიკული გეგმის შინაარსზე ლევან ახალაია ისაუბრებს. 
 
 

მსგავსი