აშშ-ის გეგმას „დიდი შვიდეულის“ ლიდერები და „დიდი ოცეულის“ წევრი ქვეყნები განიხილავენ

15:06, 22.11.2025

აშშ-ის მიერ შემუშავებულ გეგმას დღეს „დიდი შვიდეულის“ ლიდერები და „დიდი ოცეულის“ წევრი სხვა ქვეყნები იოჰანესბურგის ორდღიანი სამიტის ფარგლებში განიხილავენ. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, „ტრამპის გეგმაზე“ მუშაობა ზედმეტი აჩქარების გარეშე უნდა მოხდეს. მისი თქმით, უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმებას აზრი მხოლოდ მაშინ აქვს, თუ გაიწერება გარანტიები, რომელიც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იმუშავებს.

ვრცელდება ცნობები, რომ შემდეგ კვირაში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ასევე გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი და იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი ვაშინგტონში ჩასვლას აპირებენ. როგორც მედია წერს, ევროპელები უკრაინაში ომის დასრულების ალტერნატიულ გეგმაზე მუშაობენ. 

მსგავსი