ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ აშშ-ის სამშვიდობო გეგმას, შესაძლოა, ჰქონდეს პოტენციალი, გახდეს რუსეთ-უკრაინის ომის მშვიდობიანი მოგვარების საფუძველი. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოზე განაცხადა. პუტინის თქმით, რუსეთმა მიიღო შტატების სამშვიდობო გეგმის ტექსტი, თუმცა „არსებითად“ ის რუსულ მხარესთან არ განუხილავთ. მისივე მოსაზრებით, ამერიკამ რუსეთთან გეგმა იმიტომ არ განიხილა, რომ ამ წინადადებებზე უკრაინას თანხმობა ჯერ არ გამოუხატავს.