ტრამპის გეგმა ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით
ახალი პოზიცია ტრამპის საგარეო პოლიტიკაში, თუ ხუმრობანარევი რიტორიკა წინასაარჩევნოდ – აშშ-ის პრეზიდენტმა, ირანის საზღვრებთან ჰორმუზის სრუტის კონტროლისა და ამერიკისთვის მიერთების სურვილი გამოთქვა. ტრამპის განცხადებას ირანი გმობს და აცხადებს, რომ არც მუქარისა და არც ძალის დემონსტრირების ეშინია. მსოფლიო ვაჭრობის მნიშვნელოვანი სანაოსნო არტერია კვლავ დახურულია, რაც გლობალურ ეკონომიკას მნიშვნელოვან ზარალს აყენებს.
ტრამპი ირანის საბოლოო დამარცხების პირობას დებს, თუმცა, ირანი ამტკიცებს, რომ ჰორმუზის სრუტეს ხელახლა არ გახსნის, თუ აშშ „არ გამოასწორებს თავის ქცევას“, „სრულად არ აუნაზღაურებს“ ირანს ომის ზარალს, არ მოხსნის სანქციებს და გაყინულ აქტივებს „უპირობოდ“ არ გაათავისუფლებს.