აშშ-ის პრეზიდენტის მორიგი სკანდალური განცხადება და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მწვავე კრიტიკა. გარდა იმისა, რომ დონალდ ტრამპი ნატო-ს სიძლიერეს ხშირად ამერიკული ფინანსებისა და ამერიკელი ჯარისკაცების დამსახურებად მიიჩნევს, ის საჭიროების შემთხვევაში, ალიანსის მხრიდან აშშ-ის მხარდაჭერას ეჭვქვეშ აყენებს.
განსაკუთრებული კრიტიკა ტრამპის განცხადების იმ ნაწილმა გამოიწვია, სადაც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ალიანსის სხვა წევრი ქვეყნების ჯარები ყოველთვის ფრონტის ხაზიდან მოშორებით იყვნენ. დღეს დონალდ ტრამპს დაღუპული ჯარისკაცების პატივისცემისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.