ამერიკა ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით შვიდ ქვეყანასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, – განაცხადა დონალდ ტრამპმა. მისი თქმით, ჩინეთი თავისი ნავთობის დაახლოებით 90%-ს ჰორმუზის სრუტიდან იღებს. ამასთან, ტრამპის განცხადებით, ნავთობზე დამოკიდებულ სპარსეთის ყურის ქვეყნებს სრუტის დაცვაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ.
ტრამპი აცხადებს, რომ თუ სხვა ქვეყნებისგან რეაგირება არ იქნება, ეს ნატო-ს მომავლისთვის შესაძლოა ძალიან ცუდი იყოს. პრეზიდენტის განცხადებით, ვაშინგტონი ირანთან კონტაქტზეა, თუმცა ეჭვი გამოთქვა, რომ თეირანი მზად იყოს კონფლიქტის დასასრულებლად სერიოზული მოლაპარაკებებისთვის. მისივე თქმით, თეირანი მოლაპარაკებებისთვის ჯერ მზად არ არის.