ტრამპის გადაწყვეტილება USAID-თან დაკავშირებით

21:20, 08.02.2025

მსოფლიოს უმსხვილესი საერთაშორისო დონორის USAID-ის მომავალი კვლავ აქტიური განხილვის საგანია. როგორც აშშ-ში, ისე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში სააგენტოს პროგრამები უკვე შეჩერებულია. ტრამპის ადმინისტრაცია სააგენტოს არნახული მასშტაბის კორუფციასა და სახსრების ფლანგვაში სდებს ბრალს. თუმცა ტრამპის გეგმა, უკან გაიწვიოს და დაითხოვოს სხვადასხვა ქვეყანაში მივლინებული სააგენტოს თანამშრომლები, სამართლებრივ წინააღმდეგობას აწყდება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება სასამართლოში უკვე გასაჩივრებულია.

 

მსგავსი