ტრამპი-ზელენსკის შეხვედრა

დონალდ ტრამპის და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრამდე რამდენიმე საათი რჩება. უკრაინის პრეზიდენტი უკვე ამერიკაშია. მსოფლიო ყურადღება ვაშინგტონისკენაა მიმართული. მოლაპარაკებების მთავარი თემა უკრაინაში ომის შეჩერებაა. ეს არის პირველი აუდიენცია, ალასკაზე ტრამპისა და პუტინის შეხვედრის შემდეგ. ზელენსკისა და ტრამპის პირდაპირი დიალოგის შემდეგ გაიმართება გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა ევროპელ ლიდერებთან. არის მოლოდინი რომ ამ დისკუსიის შემდეგ პუტინის, ზელენსკისა და ტრამპის სამმხრივი შეხვედრა შედგეს. მოხერხდება თუ არა შეთანხმება კონკრეტულ საკითხებზე და რა დათმობებზე წავლენ მხარეები.