ტრამპი-ზელენსკი - პირისპირი შეხვედრა ტაძარში

რომის პაპთან გამომშვიდობების პარალელურად, ვატიკანში ამერიკისა და უკრაინის პრეზიდენტების მოკლე საუბარი შედგა. შეხვედრა ტაძარში გაიმართა, სადაც რომის პაპი იყო დასვენებული. პაპ ფრანცისკეს თავის ქადაგებებში არაერთხელ მოუწოდებია უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ორივე მხარე შეხვედრას პროდუქტიულს უწოდებს, თუმცა, დეტალები არ საჯაროვდება. უკრაინის ქალაქებზე რუსეთის ბოლო იერიშების ფონზე, დონალდ ტრამპი ეჭვობს, სურს თუ არა ვლადიმერ პუტინს ომის დასრულება. ამერიკის პრეზიდენტი რუსეთისთვის სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს.